ASEEES News

Tuesday, June 16, 2020

[Georgian Trans.] ASEEES Statement Condemning Systemic Racism and Police Brutality

Published June 16, 2020

Original statement in English

სლავური, აღმოსავლეთ ევროპული და ევრაზიული სწავლების ასოციაციის თანასწორობის და მრავალფეროვნების წახალისების კომიტეტმა და აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღეს შემდეგი განცხადება:

სლავური, აღმოსავლეთ ევროპული და ევრაზიული სწავლების ასოციაცია (საეესა) გმობს ჯორჯ ფლოიდის, აჰმაუდ არბერის, ბრეონა ტეილორის, ერიკ გარნერის, მაიკლ ბრაუნის, დარნეშა ჰარისის, ტამირ რაისის და სხვა მრავალის სასტიკ მკვლელობებს. ჩვენ ასევე ვგმობთ ადგილობრივი პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას პროტესტების წინააღმდეგ და აშშ-ს ადმინისტრაციის გამაღიზიანებელ ქმედებებს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ აფრიკულ-ამერიკულ თემს და ასევე სხვა მარგინალიზირებულ თემებს პოლიციის მიერ ფერადკანიანი თემისადმი სისტემური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ამ კოლექტიური მოქმედების დროს. ჩვენ ვთვლით, რომ აფრიკულ-ამერიკული თემისადმი მიმართული ეს დეჰუმანიზაცია ჩვენს ქვეყანაში მონობის და რასიზმის საზარელი შედეგების მემკვიდრეობაა.

ჩვენ, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და ევრაზიის ისტორიის და საზოგადოებების შემსწავლელი მეცნიერები და სტუდენტები, კარგად ვართ გათვითცნობიერებული ავტორიტარული რეჟიმების მსხვერპლთა შესახებ, რეჟიმების, რომელთაც გამოიყენეს სამხედრო ძალა და საიდუმლო პოლიცია რათა ხალხისათვის წაერთმიათ შეკრების და აზრის გამოთქმის საშუალება. მაგრამ ჩვენ ასევე კარგად ვიცით იმ ადამიანების მამაცი, ინდივიდუალური თუ კოლექტიური, ქმედებების შესახებ ამ რეჟიმთა წინააღმდეგ, რომლებმაც საბოლოოდ რევოლუცია გამოიწვიეს. ჩვენ ასევე კარგად ვუწყით იმ მმართველების შესახებ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პროტესტანტები მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას იმსახურებენ და შედეგად, საბოლოოდ ავტორიტარული მმართველობა დაამყარეს. ეს არასოდეს უნდა მოხდეს ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში.

რადგან ჩვენი დემოკრატია კრიზისშია, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამჟამად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დავიწყოთ ფიქრი და ეფექტური მოქმედება რათა შევქმნათ მრავალფეროვნება და ჩამოვაყალიბოთ სივრცე სადაც სხვადასხვა რასის ადამიანები ჩვენს სამეცნიერი სფეროშო, თავს იგრძნობენ წახალისებულად რომ კონცენტრაცია მოახდინონ მარგინალიზირებულ პერსპექტივებზე და განვითარდნენ როგორც მკვლევარები და განმანათლებლები. ეს არის დრო რათა ჩვენი ასოციაცია დაფიქრდეს თავის ისტორიაზე რათა უკუაგდოს სისტემური უთანასწორობა, გახდეს უფრო ინკლუზიური და დაიცვას ჩვენი კოლეგები რომელთა რასა და ეკონომიკური მდგომარეობა მათ საფრთხეს უქმნის ჩვენს საზოგადოებაში.

როგორც ასოციაციას, რომელიც აშშ-ში, გახცადებულ დემოკრატიაში არსებობს, ჩვენ გვაქვს უფლება და მორალური პასუხისმგებლობა რათა დავიცვათ სამართლიანობა. როგორც მკლვევარები და განმანათლებლები, ჩვენ ვემხრობით დიალოგს, თვითკრიტიკას და საზოგადოებრივ ჩართულობას. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს გამოიყენონ თავიანთი ექსპერტიზა საკლასო ოთახში და საზოგადოებრივ ფორუმებზე რასობრივ სამართლიანობაზე დისკუსიისათვის. მეცნიერება და შემოქმედებითი მუშაობა ძლიერი იარაღია რასიზმის და რასობრივი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და დღეს ჩვენ ის ამ გზით უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ასევე ვაცხადებთ, რომ გავაორმაგებთ ჩვენს ძალისხმევას რათა შევქმნათ უსაფრთხო, თანასწორი და სამართლიანი საზოგადოება ყველგან სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვასწავლით და ვმუშაობთ, ჩვენი ორგანიზაციით და ჩვენი სფეროთი დაწყებული.

More ASEEES News

ASEEES News